მისია

თითოეული კლიენტის მიმართ ვცდილობთ გამოვხატოთ განსაკუთრებული დამოკიდებულება, გლობალურ და საერთაშორისო ბაზარზე მიღებული გამოცდილების მეშვეობით ჩამოყალიბდა ჩვენი კომპანიის ტრადიციული ღირებულებები, რაც ხელს უწყობს სწორი და მიზანმიმართული სტრატეგიის შემუშავებას.

კომპანიაში გვაქვს ჩვენი საქმიანობის მკაფიოდ გამოხატული ხედვა. გვაქვს მიზანი და სურვილი იმისა, რომ ვიყოთ ყველაზე წარმატებული კომპანია ლოგისტიკის სფეროში, რაც გამოიხატება ჩვენი მიზნების ერთობლიობაში, მუდმივ ზრდასა და სრუყოფილებაში.

ჩვენ გვჯერა, რომ ყოველი გამოწვევა არის გზა წარმატებისკენ!

 

კორპორაციული ფასეულობები

 

ადამიანები

ადამიანი, ჩვენი საქმიანობის მამოძრავებელი ძალაა. მეგანეტის პროფესიონალთა გუნდი ორიენტირებულია მოიზიდოს, ითანამშრომლოს და შეინარჩუნოს საუკეთესო ადამიანები, რომელთა პატივისცემაც ჩვენი კომპანიის უპირველესი ამოცანაა. ჩვენ ვქმნით მასტიმულირებელ, სახალისო და გამჭირვალე სამუშაო გარემოს, რაც ხელს უწყობს კომპანიაში დასაქმებულთა პიროვნულ განვითარებასა და ზრდას.

 

პატიოსნება

ჩვენ ვამაყობთ, ჩვენი რეპუტაციით, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებისა და ურთიერთობების შედეგია. პატიოსნება ჩვენი კომპანიის სახეა, სწორედ ამიტომ ვიცავთ ურთიერთობებში ბიზნესეთიკას, ადგილობრივ კანონებსა და რეგულაციებს. გულმოდგინედ ვიკვლევთ კლიენტის ნებისმიერ საჩივარს და ვმოქმედებთ შესაბამისად.

 

ინოვაცია

ინოვაციური და ორიგინალური გადაწყვეტილებებით ჩვენ ვქმნით შემოქმედებით სამუშაო გარემოს, სადაც ჩვენ ყველას გვაქვს განცდა, რომ ყოველი გამოწვევა მართლაც არის გზა წარმატებისკენ.